Cold Somnolence Lyrics & Tabs by Ennui
Cold Somnolence
guitar chords lyrics
მოსახდენი გადაიქცა დაკარგულად,
და დამაწვა სულზე მძიმე ლოდად.
სიხარულის დამცინავი იმედები,
დამსხვრეული, მომეფინა გულზე.
შემომხვიე აბრეშუმის შავი სუდარები.
ზარის მძიმე რეკვა...
გამაგიჟა ამ სანთლების ალმაცერმა
ბნელ კედლებზე ჩრდილის ანარეკლმა.
შუაღამის მესმის ღელვა ბნელი,
მდუმარება გამაყრუებელი...
მე მინახავს, როგორ ყოველივე,
რაც შევქმენი, ხელში ჩამეფერფლა,
შავმა ნისლმა შემიჭამა დღენი,
ყველაფერი რაც გარშემო მერტყა.
მოგონების განტოტილი რკალი,
შავმა ნისლმა შემიჭამა დღენი,
ყველაფერი რაც გარშემო მერტყა.
მოგონების განტოტილი რკალი,
ყრუ ღრჭიალით მალე გადატყდება.
და მინდვრებში მარტო ბოდიალით
აქვითინდა ტყეში ქარის სევდა.
ძილი საბოლოო - ჩემი თანამგზავრი,
მომაშორებს უკანასკნელ წამებს,
გამატარებს ტანჯულობის უფსკრულს,
სინანულის გზაზე გამატარებს.
დაისივით ქრება აზროვნება
და ვიღაცა ყურში მიჩურჩულებს,
რომ ტკივილი მალე მომირჩება,
რომ სიკვდილი ტანჯვას გამიყუჩებს.
სიზმარში ვარ და ჩამესმის ხმები,
ჩახლეჩილი გამომშვიდობება,
სევდიანი დავიწყების მიღმა,
ჩემი ხატი უკუნისში ქრება...