The Last Way Lyrics & Tabs by Ennui
The Last Way
guitar chords lyrics
მოტივტივე, მოგონების მდინარეში
გავყოფ ცხადს და სიზმარს.
საკუთარი მწუხარების ტყვე ვარ მე ჩუმი,
ვერ მოვცილდი განსაცდლის ნიაღვარს.
მზე ვარ ცივი, მკვდარი, უსხივოსნო,
ტკივილი ვარ, სენი უკურნებელი,
სიმძიმე ვარ უსასრულო დროის,
სინანული ჩემი დამტყვევებელი.
თვალს დახუჭავ უკანასკნელად,
დაგიტირებს მხოლოდ ზარი,
არ დაგიდგა ხვალინდელი აისი,
აღარც ღამის ჩამოწვება ფარდა.
მომავალი, ვიცი, სიცარიელეა,
უშენობა დამიმატებს ტკივილს,
ჩემი ხელი მიწას მოგაბნევს და
მომავალი, ვიცი, სიცარიელეა,
უშენობა დამიმატებს ტკივილს,
ჩემი ხელი მიწას მოგაბნევს და
უკანასკნელ გზაზე გაგაცილებ...
მზე ვარ ცივი, მკვდარი, უსხივოსნო,
ტკივილი ვარ, სენი უკურნებელი,
ძლიერ ქარებს შენს სახელს ვამღერებ,
შენს საფლავზე ხეს ვამტვრიე ტოტები,
შენს წარსულზე მოგონებით გამოვთვრები,
ცივ საფლავზე სხივი მანათობელი.